ქართული | English | Rусский
 
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გვერდი ?
ძალიან მომწონს
მომწონს
არაუშავს
არ მომწონს
 

 

ახალი შეზღუდვები საბერძნეთში შესასვლელად, კაკავის (საბერძნეთი - ალბანეთი) და ევზონის (საბერძნეთი - ჩრდილოეთ მაკედონია) გავლით.

 

ახალი შეზღუდვების თანახმად რომელიც ძალაშია, ორშაბათს 2021 წლის 1 მარტის დილის 6 საათიდან 2021 წლის 15 მარტამდე.

 

§  კაკავიასა და ევზონის სასაზღვრო პუნქტებში შესვლა (სატვირთო მანქანების გადაყვანის ჩათვლით) დაიშვება მკაცრად დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე.

§  საბერძნეთში შესვლის მაქსიმალური რაოდენობა დღის განმავლოობაში (700) ორივე სასაზღვრო პუნქტიდან ახლა განისაზღვრება 400 -ით. სატვირთო ავტომობილების მძღოლები თავისუფლდებიან ყოველდღიური კვოტისგან.

§  კაკავიიდან და ევზონიდან საბერძნეთში შემოსული ყველა მოქალაქე (სატვირთო მანქანების მძღოლების ჩათვლით) ვალდებული იქნება ჩაიტარონ სწრაფი ტესტი ორივე სასაზღვრო პუნქტზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში ეკრძალებათ საბერძნეთის ტერიტორიაზე შესვლა.

§  ყველა მოქალაქე, რომელიც საბერძნეთში შემოდის ორივე სასაზღვრო პუნქტის გავლით, უნდა გაიარონ თვით-იზოლაცია 14 დღის ვადით. (დაფიქსირება 7 დღით ადრე)

 

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის შესასვლელ პუნქტებზე გამავალი ყველა ადამიანი (სატვირთო ავტომობილების მძღოლების ჩათვლით) უკვე ვალდებულნი არიან შეავსონ მგზავრის ლოკატორის ფორმა (PLF) მათი მოგზაურობის დაწყებამდე.

 

მოგზაურები (არა სატვირთო მანქანების მძღოლები) ასევე ვალდებულნი არიან წარმოადგინონ უარყოფითი PCR ტესტი (ბოლო 72 საათში ჩატარებული).

 

ასევე აღსანიშნავია, რომ სწრაფი ტესტები ტარდება  პატრასსა და იღუმენიცაში ყველა იმ პირზე, ვინც შედის საბერძნეთში იტალიის გავლით, ხოლო 25.02.21 წლიდან ტარდება სწრაფი ტესტები პრომაჰონასში (საბერძნეთი - ბულგარეთი) რამაც გამოიწვია გრძელი რიგები და შეფერხებები სასაზღვრო პუნქტებზე.

 

მათ ასევე შემოიღეს ყოველდღიური კვოტა 400 ადამიანზე, რომლებიც კაკავიასა და ევზონის გავლით შემოდიან (სატვირთო მანქანის მძღოლების ჩათვლით).

უკან
Design by SPAR.GE © 2021 ყველა უფლება დაცულია