ქართული | English | Rусский
 
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გვერდი ?
ძალიან მომწონს
მომწონს
არაუშავს
არ მომწონს
 

 

გაცნობებთ, რომ 15 მარტს 10:30 საათზე ტექნოპარკში

(თბილისი. ოქროყანა, ინოვაციების ქ. 7) გაიმართება  ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტის (სამუშაო ვარიანტი) განხილვა. აღნიშნული გეგმა  მომზადებულია საქართველოს სამთავრობო უწყებების მონაწილეობით, EBRD-ის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ.

 

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით და ენერგო თანამეგობრობაში გაერთიანებით, საქართველომ აიღო რიგი ვალდებულებები, მათ შორის  ევრო კავშირის ენერგოეფექტურობის დირექტივით (2012/27/EC) დადგენილი მოთხოვნების შესრულება. ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა ეფუძნება აღნიშნული დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად, ენერგეტიკის, მრეწველობის, ტრანსპორტის, შენობებისა და სხვა ენერგომომხმარებელ სექტორებში ენერგოდაზოგვის პოტენციალის შესწავლას, თითოეული სექტორის განვითარების გეგმების, არსებული და დაგეგმილი პროექტების  მიმოხილვას, რის საფუძველზეც გაწერილია ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის  ღონისძიებები.

 

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა აღნიშნული გეგმის განხილვაში.

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

უკან
Design by SPAR.GE © 2017 ყველა უფლება დაცულია