გაცნობებთ, რომ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულების თანახმად, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული გადამზიდავების ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, საგზაო ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ეკრძალებათ თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვება.
???? გასათვალისწინებელია, რომ გადამზიდავი კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით სატრანსპორტო ოპერაციებს, ამ ეტაპზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოწერილი საგზაო ჯარიმის გადახდას შეძლებენ მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით.
???? აქვე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 15 მარტიდან ერთიან სისტემას დაემატება ფასიანი გზების, გვირაბებისა და ხიდების მომსახურების გადაუხდელობის, ასევე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწესებული სხვა ჯარიმები და მათზე დარიცხული საურავები.