ქართული | English | Rусский
 
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გვერდი ?
ძალიან მომწონს
მომწონს
არაუშავს
არ მომწონს
 

 

საქართველოს საავტომობილო გზები

 

 

 

საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარება მეტწილად დამოკიდებულია მისი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, პოტენციალის ეფექტურ გამოყენებაზე. 1990-იანი წლებიდან საქართველოს, როგორც ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ნაწილის ფუნქცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. მსგავსი საერთაშორისო ფუნქცია აძლიერებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის სახელმწიფოების ინტერესს საქართველოს – როგორც სატრანსპორტო ღერძზე მდებარე ქვეყნის - სტაბილური განვითარების მიმართ, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს საქართველოში ხარისხიანი სატრანზიტო ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობას.


სატრანზიტო ფუნქციის რეალიზების კონტექსტში სატვირთო გადაზიდვების დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის. აქედან გამომდინარე, საავტომობილო გზები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახეობას წარმოადგენს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საავტომობილო გადაზიდვების მოცულობების ზრდას და მის მდგრადობას მეტწილად განსაზღვრავს საგზაო ინფრასტრუქტურის ხარისხი, გზების რეკონსტრუქცია და, ზოგ შემთხვევაში, ახალი უსაფრთხო მონაკვეთების მშენებლობა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას იძენს.


საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების ნუსხა მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ (საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის N 554 ბრძანებულება). მისი სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის კომპეტენციაში შედის 6943 კმ. გზის მომსახურეობა.

აქედან:

  • საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა - 1455 კმ.
  • შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილოგზა - 5446 კმ.
  • ადგილობრივი მნიშვნელობის გზა - 15415კმ.

 4 ზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი - 80კმ. 

 

ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე არის:

  • ხიდები - 4632 ერ. (საერთო სიგრძე 85კმ.)
  • გვირაბები - 16 ერ. (საერთო სიგრძე 9,9კმ.)
  • თოვლდამცავი გალერეები - საერთო სიგრძე - 3 კმ

 

საქართველოზე გამავალი E-60 ავტომაგისტრალი (E-70-თან ერთად) ქვეყნის დასავლეთ-აღმოსავლეთ (ბათუმი-ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) ნაწილს აერთიანებს, ხოლო საერთაშორისო საავტომობილო გზების ქსელში ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ დერეფანს წარმოაგენს.


საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური და ადმინისტრაციული რეფორმების შედეგად (ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, კორუფციის მინიმიზაცია, საპატრულო პოლიციეს მიერ უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ზომები, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება) ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, საქართველოზე გამავალი უმოკლესი მარშრუტი (E-60) უფრო მიმზიდველი გახდა სერთაშორისო გადამზიდავი კომპანიებისთვის. ამ პირობებში, ქვეყნის მთავარი სატრანზიტო არტერიის ოთხზოლიან ჩქაროსნულ ავტომაგისტრალად მოდერნიზაცია ზრდის მის კონკურენტუნარიანობას სხვა ალტერნატიულ სატრანზიტო მარშრუტებთან მიმართებაში. ეს ფაქტორი, პერსპექტივაში, ხელს შეუწყობს E-60 ავტომაგისტრალზე სატრანზიტო ტვირთბრუნვის ინტენსივობის გაზრდას. 


ზემოთაღნიშნული პერსპექტივის გათვალისწინებით, 2006 წელს საქართველოს საავტომობილო გზების მშენებლობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი პროექტის E-60 ავტომაგისტრალის ჩქაროსნულ გზატკეცილად მოდერნიზება-მშენებლობა დაიწყო.


საქართველოში მსოფლიო ბანკის (WB) კრედიტით უკვე მიმდინარეობს E-60 და E-70 ძირითადი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო მაგისტრალების რეაბილიტაცია. აღნიშნული მაგისტრალები ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებს წითელ ხიდთან (აზერბაიჯანის საზღვარი) და სარფთან (თურქეთის საზღვარი) აკავშირებენ და, ამავდროულად, წარმოადგენენ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფანის ფუნქციას.


დასრულებულია თბილისი-სვენეთი ჩქაროსნული გზის 80 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა; ამჟამად მიმდინარეობს სვენეთი-რიკოთის 65 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. დაგეგმილია ქუთაისისა და ზესტაფონის შემოვლითი გზის, ასევე ქუთაისი-სამტრედიის ახალი გზის მშენებლობა. პროექტის განხორციელების შემდეგ ამ ქალაქებზე გამავალი მუნიციპალური გზები სატრანზიტო ნაკადებისაგან განიტვირთება. აღნიშნული მონაკვეთი არის E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი სექცია, რომელზეც ხორციელდება დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ძირითადი სატრანზიტო მოძრაობა. მშენებლობის დასრულების შემდეგ გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა, სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობის სიჩქარეები და მათი გადაადგილების უსაფრთხოება.

ასევე, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით საფუძველი ჩაეყარა ქვეყნისათვის, კერძოდ, აჭარის რეგიონისათვის ძალზედ მნიშვნელოვან პროექტს, ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი  გზის მშენებლობას. საავტომობილო გზა შემოუვლის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებს - ქობულეთსა და ბათუმს, თურქეთის საზღვრამდე გაგრძელდება და შეუერთდება თურქეთის ოთხზოლიან ჩქაროსნულ საავტომობილო მაგისტრალს. აღნიშნული სექცია განეკუთვნება E–70 გზის მონაკვეთს. აღსანიშნავია, რომ საავტომობილო მაგისტრალის მოდერნიზაციას მოჰყვება მონაკვეთის გამტარუნარიანობისა და სატრანსპორტო გადაზიდვების სიჩქარეების გაზრდა.


ასევე, მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საპროექტო სამუშაოები ბათუმი-ახალციხის მიმართულებით. რის შედეგადაც დაიწყება გზის მოდერნიზაციის პროცესი. აღნიშნული გზა გაივლის აჭარის მაღალმთიან საკურორტო ზონებზე, სადაც გზის პარამეტრების გაუმჯობესებას მოჰყვება სატრანზიტო ნაკადების გადანაწილება ალტერნატიულ გზებზე.

Design by SPAR.GE © 2017 ყველა უფლება დაცულია