ქართული | English | Rусский
 
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გვერდი ?
ძალიან მომწონს
მომწონს
არაუშავს
არ მომწონს
 

 

A13 ავტომაგისტრალი

 

ავსტრიის ხელისუფლებამ შემოიღო მართვის შეზღუდვები  13 ბრენერის ავტომაგისტრალის ინსბრუკის სამხრეთი გზაჯვარედინის ორივე გასასვლელი გზის ნაწილზე სატვირთო მანქანებისთვის და მისაბმელიანი სატვირთო მანქანებისთვის, რომელთა სიგრძე აღემატება 12 მეტრს. აკრძალვა ძალაში შედის ორშაბათიდან შაბათამდე 07:00 საათიდან 18:00 საათამდე, 2019 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 14 იანვრამდე.

სატვირთო  მანქანები და მისაბმელიანი სატვირთო მანქანები, რომელთა მოგზაურობა იწყება და მთავრდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში, განთავისუფლებულია მართვის ამგვარი შეზღუდვებისგან: Natters, Mutters, Schönberg im Stubaital, Fulpmes Mieders, Telfes im Stubai, Neustift im Stubaital, Mühlbachl, Pfons, Matrei am Brenner, Navis, Steinach am Brenner, Trins, Gschnitz, Schmirn, Vals, Gries am Brenner, Obernberg am Brenner, Götzens და Birgitz.

 

 

 

A12  ავტომაგისტრალი

 

ავსტრიის ხელისუფლებამ დააწესა მართვის შეზღუდვები  A12 ინტალის ავტომაგისტრალის  ვატენსის გზაჯვარედინის ორივე საავტომობილო გზის ნაწილზე სატვირთო მანქანებისთვის და მისაბმელიანი სატვირთო მანქანებისთვის, რომელთა სიგრძე აღემატება 12 მეტრს. აკრძალვა ძალაში შედის ორშაბათიდან შაბათამდე 06:00 საათიდან 10:00 საათამდე, 2019 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 14 იანვრამდე.

სატვირთო  მანქანები და მისაბმელიანი სატვირთო მანქანები, რომელთა მოგზაურობა იწყება და მთავრდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში, განთავისუფლებულია მართვის ამგვარი შეზღუდვებისგან: :  Baumkirchen, Fritzens, Kolsass, Kolsassberg, Volders, Wattens, Wattenberg and Weer.

უკან
Design by SPAR.GE © 2019 ყველა უფლება დაცულია