ქართული | English | Rусский
 
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გვერდი ?
ძალიან მომწონს
მომწონს
არაუშავს
არ მომწონს
 

 

საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცა (GIRCA)  წარმოადგენს კომერციული (ბიზნეს) ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური მეწარმეების არაკომერციულ,  ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომლებიც საავტომობილო ტრანსპორტით ახორციელებენ სატვირთო და/ან სამგზავრო გადაზიდვებს, ასევე აერთიანებენ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ  აღნიშნული გადაზიდვების განვითარებას.

 GIRCA   დაარსებულია 1992 წლის 31 მარტს 14 სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით.

ამჟამად,  GIRCA - ში  გაერთიანებულია 300-ზე  მეტი საავტომობილო გადამზიდავი.

1992 წლიდან GIRCA შედის საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის (IRU - International road-transport union, შვეიცარია) შემადგენლობაში და ასრულებს საგარანტიო გაერთიანების ფუნქციებს საქართველოს ტერიტორიაზე.

 

GIRCA-ს საქმიანობის მიზანია:

  • საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთებისა და მგზავრების ტრანსპორტირების, ასევე საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის განვითარების ხელშეწყობა;
  • საავტომობილო გადამზიდავთა ინტერესების კომპლექსური დაცვისა და  მათი  ინფორმირებულობის უზრუნველყოფა, ასევე საკონსულტაციო მომსახურება;
  • გადამზიდავთა სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების მოდერნიზაციის ხელშეწყობა;
  • იმ მძღოლების პროფესიონალური მომზადებისა და გადამზადების ორგანიზება, რომლებიც აწარმოებენ ტვირთებისა და მგზავრების ტრანსპორტირებას, მათ შორის საერთაშორისო გადაზიდვებში.
  • საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების სფეროში სამეცნიერო-კვლევითი  სამუშაოების ჩატარება;
  • საავტომობილო გადაზიდვების, მათ შორის, საერთაშორისო მიმოსვლაში ტვირთებისა და მგზავრების ტრანსპორტირების მარეგულირებელი წესების შემუშავება და სატრანსპორტო მომსახურების ბაზარზე საერთაშორისო გადაზიდვებში გადამზიდავთა მიერ ჯანსაღი კონკურენციის პირობების დაცვის პოლიტიკის გატარება.

საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზაციისათვის GIRCA სახელმწიფო მართვის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების მარეგულირებელი სატრანსპორტო, საბაჟო, საგადასახადო კანონმდებლობის ფორმირებაში. საერთაშორისო და ნაციონალურ დონეზე მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ორგანიზაციებში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია საავტომობილო ტრანსპორტთან.

Design by SPAR.GE © 2017 ყველა უფლება დაცულია