ქართული | English | Rусский
 
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გვერდი ?
ძალიან მომწონს
მომწონს
არაუშავს
არ მომწონს
 

 

IRU ქმედებები COVID - 19-ის პანდემიის პერიოდში საავტომობილო გადაზიდვების ხელშეწყობის მიმართულებით.

IRU-მ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან (WCO) ერთად გააკეთა ერთობლივი განცხადება ყველა საბაჟო ორგანოსთვის, სადაც აღნიშნულია TIR კარნეტის, როგორც COVID - 19-ის  ზემოქმედების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური ინსტრუმეტნი;

გასულ კვირას ევრაზიის წევრებისთვის მოეწყო ვებინარი, TIR კარნეტით  საავტომობილო გადაზიდვაზე COVID-19-ის უარყოფითი ზემოქმედების საწინააღმდეგო ზომების შესახებ. ვებინარი შეეხო  საავტომობილო საშუალებების დაშვების სერტიფიკატის გამოყენების ვადის გაგრძელებას და TIR კარნეტის დაბეჭდილი  print@home ვერსიის გამოყენებას.

ევროკომისიამ გამოაქვეყნა ვრცელი სახელმძღვანელო ინფორმაცია ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროში შეზღუდვების შესახებ, IRU-ს აღდგენითი გეგმისა და შესაბამისი კომისიის ადვოკატირების შესაბამისად. ასევე გამოქვეყნდა საგზაო ტრანსპორტის ძირითადი პუნქტების შემაჯამებელი ინფორმაცია.

ECO-ის გენერალურმა მდივანმა გაავრცელა თავის წევრ ქვეყნებში დეტალური ინფორმაცია სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ, რომელიც მომზადდა IRU-ს ადვოკატირებით და დამსახურებით, რომელიც ეხება როგორც საბაჟო ზომებსა და მიწოდების ქსელს, ასევე საგზაო ტრანსპორტის ოპერატორების მხარდაჭერას.

საერთაშორისო საგზაო კავშირის გენ. მდივნმა მისცა ინტერვიუ ჩინეთის ორ მთავარ საინფორმაციო არხს TIR-ის უპირატესობის შესახებ COVID-19-ის გავრცელების პერიოდში და IRU-ს მცდელობების შესახებ საავტომობილო მოძრაობის ჯაჭვის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ გაგზავნილ იქნა წერილები TIR კონვენციის ყველა მხარესთან, სადაც მათ გაეწიათ რეკომენდაცია ყოფილიყვნენ მოქნილები სატრანსპორტო საშუალების ვარგისიანობის სერტიფიკატის ვადის გასვლისა და TIR კარნეტის დაბეჭდილი  print@home ვერსიის გამოყენების საკითხში. გარკვეული საბაჟო ადმინისტრაციები, განსაკუთრებით კი ევროპული, დადებითად გამოეხმაურა ამ მოწოდებას.

უკან
Design by SPAR.GE © 2020 ყველა უფლება დაცულია