ქართული | English | Rусский
 
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გვერდი ?
ძალიან მომწონს
მომწონს
არაუშავს
არ მომწონს
 

 

საქართველო-ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატა სახმელეთო გადაზიდვებით დაინტერესებულ კომპანიებს გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ირანს შორის სატრანსპორტო გადაზიდვების მხრივ არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვას. ჩვენი მიზანია, აღნიშნულ შეხვედრაზე ისეთი საკითხების განხილვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული სატვირთო ავტომობილებით საქართველოსა და ირანს შორის სატრანსპორტო გადაზიდვების გააქტიურებას. შეხვედრას საქართველო-ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატა უმასპინძლებს. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის გენერალური მდივანი, საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციისა და ირანის საელჩოს წარმომადგენლები.

ღონისძიება გაიმართება 23 დეკემბერს, 11 საათზე, შემდეგ მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზ. 78, საქართველო-ირანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფისი.

შეხვედრაზე დასწრებით დაინტერესებულ გადამზიდავ კომპანიებს გთხოვთ, ელ-ფოსტის საშუალებით (info@gicci.org) დაგვიდასტუროთ ზემოაღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა. 

უკან
Design by SPAR.GE © 2018 ყველა უფლება დაცულია