ქართული | English | Rусский
 
გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ვებ გვერდი ?
ძალიან მომწონს
მომწონს
არაუშავს
არ მომწონს
 

 

გერმანია ( 7მაისი, 2021)

გერმანული CoronaEinreiseVO-ის თანახმად,  2021 წლის 9 მაისის 00:00 საათიდან საქართველო განიხილება, როგორც  "დაავადების მაღალის რისკის ქვეყანა".

მოკლე შეხსენება "დაავადების მაღალი რისკის ზონიდან" ქვეყანაში დაბრუნების/შესვლის

დროს შესაბამის ვალდებულებებზე.

რეგისტრაციის ვალდებულებები:

იმ პირებისთვის, რომელებიც ჩერდებიან გერმანიის საზღვრებს გარეთ "დაავადების მაღალი რისკის ქვეყანაში" ქვეყანაში შესვლამდე ბოლო 10 დღის განმავლობაში  ვალდებულია დარეგისტრირდეს ვებგვერდზე: https://www.einreiseanmeldung.de. სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის რეგისტრაციის მოთხოვნა არ არის გამონაკლისი. თუმცა, რეგისტრაციის ვალდებულება გამონაკლისია (ყველა პირისთვის, მათ შორის სატვირთო ავტომანქანის მძღოლებისთვის), თუ "დაავადების მაღალი რისკის ზონას" გადის გაჩერების გარეშე, როგორც სატრანზიტო ზონას. თუ რეგისტრაცია აუცილებელია, მაგრამ ციფრული რეგისტრაცია შეუძებელია ტექნიკური მოწყობილობის ან ტექნიკური გაუმართაობის გამო, სრულიად შევსებული  ნიმუშის შესაბამისი ფორმის წარდგენა (იხილეთ https://www.bundesgesundheitsministerium.de/coronavirus-infos-reisende/merkblatt-dea.html ნიმუშები სხვადასხვა ენაზე)  აუცილებელია ქვეყანაში შესვლისას.

ტესტირების ვალდებულება:

იმ პირებმა, რომლებიც დარჩნენ "დაავადების მაღალი რისკის ზონაში" ბოლო 10 დღის განმავლობაში  აუცილებელია ჩაიტარონ ტესტირება (PCR ტესტი ან WTO- ს კრიტერიუმების შესაბამისი სწრაფი ტესტი) გერმანიაში შესვლამდე და მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინონ შესაბამის ორგანოებს. სატვირთო ავტომანქანის მძღოლები თავისუფლდებიან ამ მოთხოვნისგან, თუ დარჩნენ "დაავადების მაღალი რისკის ზონაში" 72 საათზე ნაკლებ დროში, თუ მძღოლი რჩება  "დაავადების მაღალი რისკის ზონაში" 72 საათზე მეტ დროში მოეთხოვება გაიკეთოს COVID 19-ის ტესტი ქვეყანაში შესვლამდე. (ხშირად დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ რა უნდა გაკეთდეს, თუ 72 საათიანი ვადა დაუგეგმავად გადაცდა, RKI-Sგან რეგულარულად ვიღებთ არანაკლებ დამაკმაყოფილებელ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების მიზნით, მძღოლმა უნდა გაიკეთოს ტესტი ქვეყანაში შესვლამდე, თუ არსებობს 72 საათიანი პერიოდის გადაცდენის საშიშროება.

უკან
Design by SPAR.GE © 2021 ყველა უფლება დაცულია